|
2018-12-27 18:15:29, 759 ნახვა
რეგიონი
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ახალ წელს, ახალ სამუშაო გარემოში შეხვდება
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ახალ წელს ახალ სამუშაო გარემოში შეხვდება. დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ჩოხატაურის რაიონული ცენტრის შენობა გაიხსნა და სამსახურს მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით არის აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. ამ დრომდე, ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხისა და თელავის რაიონული სამსახურები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)