|
2018-12-26 12:38:55, 1709 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული რ.ფ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრიკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის, მათ შორის ყაჩაღობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი რ.ფ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, საგზაო კომპანია შპს "ელისი 2015"-ის ადმინისტრაციულ შენობაში თავს დაესხა ამავე კომპანიის მენეჯერს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა "მერსედეს - ბენცი"-ს მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა რ.ფ. 2018 წლის 17 აპრილს ქ.თბილისში დააკავეს. ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ" და მე-3-ე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარუდგინა. სასამართლომ რ.ფ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ხაშურის რაიონული სასამართლომ რ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)