|
2015-06-15 20:50:01, 592 ნახვა
სხვადასხვა
საზოგადოება, ბიზნესი, ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდება
თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჯერჯერობით ზუსტი ციფრები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ზარალის რაოდენობა 40 მილიონს გადააჭარბებს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია გზები, დაზიანებულია ზოოპარკი, უსახლკაროდ დარჩენილია 50-მდე ადამიანი. საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველა ზარალის ანაზღაურება მოხდება. აღსანიშნავია, რომ სტიქიური უბედურების დღეს საზოგადოება ერთმუშტად შეკრულია. ბიზნეს სექტორი დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდა. კომპანია "ვისოლ ჯგუფი" სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესში ოპერატიულად ჩაერთო. 10 000 ლარის გარდა, რომელიც „ვისოლ ჯგუფმა“ დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა, სუპერმარკეტი "სმარტი" სტიქიის შედეგად უსახლკაროდ და საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. "ვენდი" და "დანკი ნდონატსი" კი, დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლებს და ეცდება, სტრესი მცირედით მაინც შეუმსუბუქოს. „საქართველოს ბანკი“ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 100 000 ლარს გამოყოფს. ამავე რაოდენობის თანხა, 100,000 ლარი "ლიბერთი ბანკმა" სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა. “ლიბერთი ბანკის” მიერ გახსნილ ანგარიშზე ამ დროისთვის დამატებით 84,615 ლარია შესული. ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია რამდენიმე არხით: ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან, ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, ვებ გვერდიდან www.PAY.ge, ინტერნეტ/მობილ ბანკით და საბანკო გადარიცხვებით. შეგახსენებთ ანგარიშის რეკვიზიტებს: ადგილობრივი გადარიცხვებისთვის (ვალუტა- ლარი): GE27LB0010045017001717, LBRTGE22 (220101412) „თიბისი ბანკმა“ კი, მიიღო გადაწყვეტილება, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 50 000 ლარი გამოყოს. ასევე, ბანკმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება “ სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც გახადა შესაძლებელი. „თიბისი ბანკის“ ტერმინალებში, რომლებიც თბილისის მასშტაბით, ფილიალებს გარეთ არის განთავსებული, დაემატა სპეციალური ღილაკი პირველივე გვერდზე, რომლითაც შესაძლებელია სასურველი თანხის გადარიცხვა დაზარალებულთა დასახმარებლად. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიშები, რომლის საშუალებითაც დახმარების მსურველებს, თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. ლარი: GE67TB1100000036082020 დოლარი: GE67TB1100000036082020 ევრო: GE34TB1100000361808808 ფუნტი: GE67TB1100000036082020 swift: TBCBGE22 ბანკის კოდი: TBCBGE22 „თიბისი ბანკის“ საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ამ დროისთვის 233 534 ლარი, 10 992 დოლარი და 500 ევროა ჩარიცხული. „პროკრედიტ ბანკი" მერიას 30 000 ლარს გადაურიცხავს. აღნიშნული თანხა დაზარალებულ ოჯახებსა და გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. "პროგრეს ბანკი" კი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 50 000 ლარს მიმართავს. ბაზისბანკში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ანგარიშია გახსნილი. ბანკი "რესპუბლიკა" სტიქიით დაზარალებულებს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. მათ სტიქიური უბედურებით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 30 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოყვეს. დაზარალებული ოჯახებისათვის ასევე შეგროვებულია პირველადი მოხმარების საგნები, რომელიც "საქართველოს წითელი ჯვრის" საზოგადოებას გადაეცა. ბანკში გახსნილია ანგარიში GE74BR0000000036080080, სადაც ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა აქვს, თანხა გადარიცხოს. ევროპაბეთის გადაწყვეტილებით კი, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 50 000 ლარი გადაირიცხება. PSP სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად 100 000 ლარს გამოყოფს და ამ კუთხით სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ადამიანებსა და ოჯახებს დაეხმარება. ამას გარდა, PSP დაზარალებულ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგეობის საშუალებით საჭირო ჰიგიენის, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებს გადასცემს. ბილაინის აბონენეტებისთვის სპეციალური მოკლე ნომერი 0901700150 შეიქმნა, ზარის საფასური კი, 1 ლარია. მოცემული ნომერი ყველა ბილაინის აბონენეტს საშუალებას მისცემს, დაზარელებულ ოჯახებს დაეხმაროს. ნომერზე შემოსული თანხა დაზარალებულთა ფონდში სრულად გადაირიცხება კომპანია "ლისი დეველოპმენტი" მზაობას გამოთქვამს, თბილისის მთავრობის მითითებულ სტიქიურ ზონაში გამწმენდი სამუშაოების ჩასატარებლად სამშენებლო ტექნიკა გააგზავნოს. Metra Development უსასყიდლოდ გადასცემს ბინას ოჯახს, ვისი სახლიც არ ექვემდებარება აღდგენას. კომპანია "გალფი" აღდგენითი სამუშაოებისათვის მერიას ათ ტონა საწვავს გადასცემს."რომპეტროლი" 20 000 ლიტრ საწვავს. „ზედაზენმა" დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 ლარი გამოყო. "სამედიცინო კორპორაცია ევექსიმ" - 25 000 ლარი. სადაზღვევო კომპანია იმედი L - 25 000 ლარი. სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" კი, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის მაცივრებსა და ტელევიზორებს შეისყიდის. ფარმაცევტული კომპანია "გლობალფარმი" - 10,000 ლარს გამოყოფს, რომელიც "ბაზის ბანკში" ჩაირიცხება. "მაგთიკომმა" სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 ლარი გამოყო.ასევე, კომპანიამ დაზარალებულთა დასახმარებლად მაგთიკომის აბონენტებისთვის შექმნა სპეციალური ნომერი 0901900965, ზარის საფასურია 1 ლარი. „სოკარი" დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 ლარს გადარიცხავს. ამას გარდა, დაზარალებულების დასახმარებლად სოკარისგან 10 000 ლიტრი საწვავი გაიცემა. კომპანია "დუთი ფრი ალიანსი" დაზარალებულთა და უსახლკაროდ დარჩენილთა დასახმარებლად 10 000 ლარს გადარიცხავს, ამავე ოდენობის თანხას კომპანია "ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია" აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად გაიღებს. კომპანია „ბარამბო" დაზარალებულთა დახმარების ფონდში 15 000 ლარს მიმართავს, თეგეტა მოტორსი -5000 ლარს. "რაკია ჯგუფის" ხელმძღვანელი სტიქიით დაზარალებულებს 20 000 ლარით დაეხმარება. საპარტნიორო ფონდი 50 000 ლარს გადარიცხავს. კომპანია "აქსისი" თავისი სამშენებლო ტექნიკას გაწმენდით სამუშაოებს მოახმარს. სამშენებლო კომპანია „ანაგი" საკუთარი სამშენებლო ტექნიკით და ადამიანური რესურსით მდინარე ვერეს ხეობასა და თბილისის სხვა უბნებში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დათვის ორ ბელზე მეურვეობას აიღებს. კულტურის პალატამ სტიქიით დაზარალებულებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთების და პროდუქტების შეგროვება დაიწყო. სილქ როუდ ჯგუფმს უკვე გამოყო ადამიანური რესურსი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა წერტილში ეხმარება დაზარალებულ მოსახლეობას. მათ ჯგუფში შემავალმა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ დაზარალებულებს საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, წყალი და საკვები მიაწოდა. ჯგუფი მზად არის ფინანსური დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ოჯახებს და ამ მიზნით, პირველ ეტაპზე მათ დასახმარებლად 50 000 ლარს გადარიცხავს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, თავის ბიუჯეტის ფარგლებში ახდენს კორექტირებას და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ მილიონ ლარს მიმართავს. შესაბამისი განკარგულება მზადდება და პრემიერ მინისტრი მას ხელს 15 ივნისს მოაწერს. "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს 20 000 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებს გადასცემ "სახელმწიფო აუდიტის სამსახური" ყველა დაგეგმილ მივლინებას წყვეტს და უწყების ბიუჯეტიდან დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 ლარს გადარიცხავს. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" გენერალური კონრტაქტორი „აზერიოლსერვისი" სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს 30 000 ლარით დაეხმარება. აჩი, შოთი და რევაზ არველეძეების საქველმოქმედო ფონდი 5 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 ლარს გადარიცხავს. საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე 2 ოჯახს სახლს შეუძენს. IDS ბორჯომი მოხალისეებს ყველა წერტილში, სადაც სამუშაოები ხორციელდება, წყალს აწვდის. სპარ საქართველო დაზარალებულ ოჯახებს დიდი მოცულობის საკვები პროდუქციითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარება. საკვებ პროდუქტებს გამოყოფს "ფუდმარტი" და "იოლი გასტრონომია", "ფრესკო". შემოსავლების სამსახური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციდ და დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე 100 000 ლარს გადარიცხავს. ასევე, ყველა ის გადამხდელი, ვინც შექმნილი ვითარების გამო საგადასახადო დეკლარაციის კანონმდელობით დადგენილ ვადაში წარდგენას და გადასახადების გადახდას ვერ მოახერხებს, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან. პარლამენტი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ერთ მილიონ ლარს მიმართავს. შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დღის წესრიგი და მუშაობის ფორმატი შეცვალა და კომიტეტის წევრებს დაზარალებული მოქალაქეების მონახულების ინიციატივით მიმართა. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, დეპუტატები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპაქტურად ჩასახლების ადგილებს მოინახულებენ და ადგილზე გაეცნობიან მათი ყოფა-ცხოვრების პირობებს. აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას სთავაზობს, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ. ბიზნესმენი რომან ფიფია თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს შეუძენს. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებული ბავშვები და დედები დროებით წყნეთის სამთავრობო აგარაკზე დაბინავდებიან. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მერიასთან თანამშრომლობით, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებით საცხოვრებლებს დააფინანსებს. უსახლკაროდ დარჩენილებს თბილისის მერია თავშესაფარში გადაიყვანს, ხოლო მათ, ვისი სახლიც აღდგენას აღარ ექვემდებარება, ირწმუნებიან, რომ შესაბამის დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ–ი ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებთან ერთად, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვეს. ფულადმა შემოწირულობამ 7000 ლარს გადააჭარბა. ამ თანხით მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების ყველა საჭირო ნივთი შეიძინა. მათ შორის ტელევიზორები, მაცივრები, სამზარეულოს ელექტრო მოწყობილობები, ჭურჭელი, სკამები, საბნები, ბალიშები და პლედები. გამგეობის თანამშრომლების მიერ ასევე შეგროვდა ტანსაცმელები და ფეხსაცმელები. საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელი გამოთქვამს მზადყოფნას თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად სხვა ღონისძიებებიც გაატაროს. გორის მერია მზად არის თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს შეიფაროს რამდენიმე ცხოველი კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში" არსებულ ზოოპარკში. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის დედაქალაქის მთავრობას და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაუწიოს.ქუთაისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისს ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკით დაეხმაროს. ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები პირველ ეტაპზე 260-ზე მეტ ადამიანს ფართს უქირავებენ. გურიის რეგიონი თბილისის მერიას, სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა ბავშვების თავშესაფრით უზრუნველყოფას სთავაზობს. სვანიძის ქუჩაზე წითელი ჯვრის ორგანიზაციაა მობილიზებული და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს პირველად დახმარებას აღმოუჩენენ. საზოგადოება „მოქალაქე" გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში. "გმირთა მოედანზე მემორიალთან და ვაკის პოლიციასთან შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ" კვების პუნქტები გახსნა, სადაც კვება უფასოდაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის პირველივე დღიდან საქართველო იღებს მხარდაჭერას მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისგან. ფინანსური და ექსპერტული დახმარება, სარეკონსტრუქციო პროექტები,–ეს იმ დახმარების ჩამონათვალია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს სთავაზობენ. დაზარალებული მოსახლეობა სტიქიის პირველივე დღიდან, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თანაგდომას გრძნობს. ის ადამიანები, რომლებსაც სტიქიამ სახლები გაუნადგურა, დროებით სასტუმროებში გადაანაწილეს. სტიქიით დაზარალებულ სოფლებში უკვე მიეწოდათ სურსათი, პირველადი მოხმარების ნივთები, საწვავი და გენერატორები, გაიგზავნა მედიკამენტები, ასევე სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან მედიკოსები და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ არც ერთი დაზარალებული უყურადღებოდ არ დარჩება და ყველა ზარალი კომპენსირებული იქნება. თეონა ნოზაძე
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)