|
2018-12-25 12:59:43, 438 ნახვა
რეგიონი
წილკანში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის სადემონსტრაციო ბაზაზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. მათ აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ 2015-2018 წლებში შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნიმუშები გააცნეს. ტექნიკის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხეხილის საბერტყ-შემგროვებელი მანქანები, ჩაის მოვლა-მოყვანის კომბინირებული მანქანა, ნიადაგდამამუშავებელი ფარცხი და ფრიზი, კომბინირებული საკვების დასამზადებელი წისქვილი და ამრევი დანადგარი. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, შპს მექანიზატორის, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ტექნიკის გამოფენის პარალელურად აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს. მათ 4 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტები შეაჯამეს, სამომავლო გეგმებსა და მექანიზაციაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. 2019 წელს კი ჩაის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაის ტექნიკის განვითარებაზე იმუშავებენ - გათვალისწინებულია ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ მობილური ტექნიკის შექმნა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა 2018 წელს ბელარუსის კომბაინების პროექტირების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან „გომსელმაში“ ერთად კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი ნახევრადმისაბმელიანი მანქანა შექმნა, რომელიც საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან არის ადაპტირებული. 2019 წლისთვის აღნიშნული ტექნიკის გასაუმჯობესებლად ტექნიკური სამუშაოების ჩატარება არის დაგეგმილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)