|
2018-12-22 15:13:33, 2087 ნახვა
სამართალი
გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დამატებით 2 პირს ბრალი წარუდგინა
გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და მოწმეების ხელმეორედ გამოკითხვის საფუძველზე, ე. მ.-ს მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238’ მუხლის მე-2 ნაწილით). ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა დამატებით 2 პირს, რ.კ.-ს და ს.მ.-ს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ს. მ.-ს და ე. მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან და მეგობარ რ. კ.-თან ერთად დაგეგმეს გევორქ სარქისიანის განზრახ მკვლელობა. „რ. კ.-მ, ე. მ.-მ და ს. მ.-მ წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, სამივემ დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქიასიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე. მ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) წარედგინა ბრალი, ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა“, - აცხადებენ უწყებაში. თუ რატომ არ მოხდა სარქისიანის მკვლელობაზე თავიდანვე ჯგუფურ დანაშაულზე ბრალის წაყენება მაშინ როდესაც ოჯახი თავიდანვე აცხადებდა რომ ამ მკვლელობაში ფიგურირებდა რამოდენიმე ადამიანი, საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 12 ივლისს მოკლული 22 წლის გევორქ სარქისიანის მკვლელობას წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“, რომელშიც მონაწილეობდა 9 პირი პირველ ეტაპზე საქმის მასალებში არ იკვეთებოდა რამდენიმე პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები. „გარდა ამისა გამოძიება ელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რის საფუძველზეც უკვე შემდგომ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ აღიძრა საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და იმ ეტაპზე რის საფუძველზეც წარედგინა ბრალი მხოლოდ ერთ პირს, ხოლო დანარჩენი 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით იყო კვალიფიცირებული“, - აცხადებენ პროკურატურაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)