04:02 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 14:29:53, 1926 ნახვა

სამართალი
ველისციხის ინციდენტზე დაკავებული ქეთევან მირიანაშვილი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 1000 ლარის.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,ქეთევან მირიაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მას სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics