|
2018-12-21 17:23:42, 1277 ნახვა
სამართალი
გახარია უმცირესობას: საგამოძიებო კომისიის დისკრედიტირება მოახდინეთ, შედეგს ვერ მიაღწიეთ და პოლიტიკური სპეკულირება დაიწყეთ
„თქვენ სრული დისკრედიტირება მოახდინეთ საგამოძიებო კომისიის პარლამენტში, იმიტომ რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს და პოლიტიკური სპეკულირება დაიწყეთ“, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს, რომლებიც კომისიის მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხით დაინტერესდნენ. როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო კომისიას ჰქონდა კონკრეტული მანდატი, ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც მინისტრის შეფასებით, ვერ დადგინდა. „სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებლად, კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც დაადგინა კომისიამ და არის ახლადგამოვლენილი ფაქტი, რომელიც არ იყო ან ერთი, ან მეორე გამოძიების ფარგლებში. შეიძლება ჩვენ ბევრი ვიდაოთ, თუმცა კომისიის რეკომენდაციები რომ წაიკითხოთ, იქ თვითონ მიხვდებით და რა ახალგამოვლენილი ფაქტორები აღმოაჩინეთ. არ მივდივარ ამის დეტალებში. საკითხი არის ძალიან მარტივად, დიახ ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ კომისიის მუშაობის ფარლგებში, ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არ ჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე გავლენა, თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს იყო თქვენი მიზანი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თქვენ სრული დისკრედიტირება მოახდინეთ საგამოძიებო კომისიის პარლამენტში, იმიტომ რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს და იმის მაგივრად, რომ მიგეღწიათ შედეგისთვის, დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულირება. ეს არის ჩემი პოზიცია, რომელსაც ვერ გადამათქმევინებთ, ან მაშინ უნდა ადგეთ და თქვენთან ერთად წავიკითხოთ დასკვნა თუნდაც თქვენი, თუნდაც ის, რომელიც პარლამენტმა მიიღო და შემდეგ განვსაზღვროთ, რა იყო იმ დასკვნაში ახალი ან ფაქტობრივად დადასტურებული“, - მიმართა შს მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობას.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)