|
2018-12-21 17:19:44, 1239 ნახვა
სამართალი
გახარია - შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც სერიოზულად მოეკიდება 14 წლამდე ბავშვების დანაშაულს
„სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში - დღეს არ მუშაობს. ვფიქრობ რომ შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამით სერიოზულად დაკავდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ამასთან, შს მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა. ,,არასრულწლოვანთა დანაშაული ეს სერიოზული პრობლემაა. მოგეხსენებათ რომ იყო სერიოზული ცვლილებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული, რაც რა თქმა უნდა იყო პროგრესული ნაბიჯი. თუმცა, მას შემდგომ სჭირდება მენეჯმენტი, ხარისხიანი მენეჯმენტი და აქ გარკვეული პრობლემები გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსთან ერთად მოგვიწევს კიდევ ერთხელ დაჯდომა და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების, რომლებიც არიან 14 წლამდე, მათ მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება. დღეს ჩვენ ქვეყანაში, ფაქტობრივად არ გვაქვს რეფერირების სისტემა და ფაქტობრივად ბავშვები, რომლებიც 14 წლამდე ჩადიან დანაშაულს, ისინი საერთოდ ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან. ფაქტობრივად სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში დღეს არ მუშაობს. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ეს შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამას სერიოზულად დაკავდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მუშაობა გარკვეულ წილად დაწყებულია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში გვექნება გარკვეული შედეგებიც“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)