02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 14:50:32, 1376 ნახვა

სამართალი
გახარია: არ არსებობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა არ ფუნქციონირებდეს

შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში უსმენენ.

გიორგი გახარიამ შესავალ სიტყვაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების კომპონენტზე ისაუბრა.

„კიდევ ერთი მიმართულება გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფაქტობრივად გადახალისდა მათი კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით,  არ არსებობს არცერთი  დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში, ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები, მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან გაიზარდა 14-მდე ის დაწესებულებები, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა - 29-ვე დაწესებულებაში, იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაჩნდა არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ინფრასტრუქტურულ ნაწილში 2019 წელს, თბილისში დაიწყება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და რომელიც გათვლილი იქნება დაახლოებით 200 ადამიანზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics