11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 21:51:16, 3464 ნახვა

მსოფლიო
ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას აშშ-ში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალბის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის პროკურატურა 65-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ. ასეთ შემთხვევაში შულაია ციხეს 80 წლამდე ასაკში დატოვებს. ამის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული, საიდანაც ის 2010 წელს გაიქცა. 

2017 წლის ივნისში ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ ბრალი, მათ შორის 15 ქართველი იყო. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავაც იყვნენ.გამოძიება მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებდა. ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics