02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 18:41:32, 1448 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ცოლ-ქმარი თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  თ.ა.-მ და ი.რ.-მ წინასწარი განზრახვით, თაღლითობის მიზნით, ე.ხ.-ს, რომელსაც ბინის დაგირავება სურდა, მოტყუებით აჩვენეს მისთვის სასურველი ბინა და დაჰპირდნენ რომ 17000 აშშ დოლარად 2 წლით იპოთეკით დაუტვირთავდნენ. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა თანხა გადასცა, თ.ა.-მ და ი.რ.-მ იპოთეკით სულ სხვა, საცხოვრებლად უვარგისი ბინა დატვირთეს,  რომლის საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო ე.ხ.-ს მიერ მათთვის გადაცემულ თანხაზე.

„თ.ა.-ს და ი.რ.-ს 2018 წლის 12 მარტს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივეს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics