|
2018-12-20 16:45:34, 1577 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: კირკიტაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არსებობდა და შეეფარდა პატიმრობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ენმ-ს წევრის, დავით კირკიტაძისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა მეზვრიშვილის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ არის „ვიცი, რომ ეს გადაწყევტილება შეიძლება ყველას არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა. დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება, როგორც ვიცი პატიმრობა შეეფარდა, არ არის ამ საქმის დასასრული, ეს არ არის განაჩენი. დაველოდოთ შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ჩემთვის ცნობილია, პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლით შეეფარდა მას პატიმრობა. რაც შეეხება შერჩევით სამართალს, არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა საკითხისადმი, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ თანაბრად ვუდგებით, განურჩევლად იმისა, ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყეთ, ოპოზიციის მხარდამჭერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როგორი მიდგომაც გვქონდა საქმეების მიმართ, ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა. სხვათა შორის, გუშინ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გახმაურებულ თავდასხმაზე, რომელიც ახალქალაქში განხორციელდა. თითქოს სამინისტროს რეაგირება არ ჰქონდა. არ ვიცი ახლა ეს რისკენ იყო მიმართული, თუმცა, დაახლოებით თვენახევრის წინ, 5 პირის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული - მათ შორის უმრავლესობის მოქმედი დეპუტატის ოჯახის წევრების მიმართ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)