|
2018-12-19 16:28:30, 1123 ნახვა
სამართალი
შსს-მ ხობსა და რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა
19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ, 10 ლოკაციაზე: 1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 304-ე კმ-დან (ხობი, სოფელი პირველი მაისი - ზუგდიდი) 310-ე კმ-მდე (ხობი, სოფელი ხეთა - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. 2. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა - ზუგდიდი) - 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. 3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი) 320-ე კმ-მდე (სოფელი ცაიში - ზუგდიდი.) ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. 4. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (სოფელი ცაიში - სამტრედია) 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. 5. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - სამტრედია) 310-ე კმ-მდე (სოფელი ხეთა - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. 6. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა- სამტრედია) 304-ე კმ-დან ( სოფელი პირველი მაისი - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. 7. რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ). 8. რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან - ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ.შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ). 9. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ.კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ). 10. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ). სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 350 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)