|
2018-12-18 18:45:25, 690 ნახვა
რეგიონი
პროექტის „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
პროექტის ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ. პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 1,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელდა. შეიქმნა ეროვნული პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი განვითარების მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი სოფლების 3 ათასი მცხოვრების სოციალური და ეკონომიკური ინტერესები. მაჭახელას ხეობაში დაიწყო განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამა. მცირე ფერმერებმა მიიღეს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის. განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი. რამდენიმე ოჯახმა გაირა ტრენინგი ტურისტული ბიზნესის საკითხებში და მიიღო საწყისი დახმარება საოჯახო სასტუმროების გასახსნელად. პროექტის კონკრეტული შედეგებს შორისაა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწყობა. გარდა ამისა, ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს განხორციელებული სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და რეკომენდაციებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)