|
2018-12-18 15:55:03, 565 ნახვა
რეგიონი
აჭარით ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ
აჭარის ტურისტული პოტენციალით ჩინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ. მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ ატრაქციებს, სამზარეულოსა და კულტურას გაცნობოდნენ. პრეზენტაციისას საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ კოპლატაძემ იმ ტურისტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც პრიორიტეტულია აჭარისათვის. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ქვეყანაა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კუთხით. შეხვედრაზე აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა. ჩინეთი საქართველოსთვის ახალი და საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მზარდია. ბოლო ორ წელში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში 107 ინფო და მედია ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს 963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)