|
2018-12-17 17:14:23, 1120 ნახვა
სამართალი
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა იწყება
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დასაფუძნებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურთან ერთად პარიზში 20 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში მოაწერს ხელს. იუსტიციის სამინისტრო ორ წელიწადზე მეტია, მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში მოიზიდოს საარბიტრაჟო სფეროში მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტები. აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას იქცეს რეგიონის ბიზნეს და საარბიტრაჟო ცენტრად. საქართველოს საამისოდ კარგი პოტენციალი გააჩნია, რაც არაერთხელ აღინიშნა მემორანდუმის ხელმოწერამდე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში უცხოელი ექსპერტების მიერ. საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრად გადაქცევა შესაძლებელი გახადა არბიტრაჟის შესახებ საუკეთესოს საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისმა საქართველოს კანონმდებლობამ, საარბიტრაჟო და დავის ალტერნატიული გზებით მოგვარების კარგმა პრაქტიკამ და არბიტრაჟის მხარდამჭერმა და მეგობრულად განწყობილმა ქართულმა სამოსამართლო პრაქტიკამ (arbitration-friendly Georgian judiciary). მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა „არბიტრაჟის შესახებ" კანონში ცვლილებებმა; არბიტრაჟის ინსტიტუტის მხარდაჭერის გაძლიერების, საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულების მექანიზმების შემუშავებამ. კერძოდ, ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო კანონის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან; აღსრულების სისტემის რეფორმამ, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს და რომლის თანახმადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის ნაცვლად შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა. მოლაპარაკებების დროს, ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. საქართველოს უპირატესობად ჩაითვალა განვითარებული სამართლებრივ-ინსტიტუციური გარემოც. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის შეფასებისა და შეჯამების შემდეგ, მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, განსაზღვრონ ფორმა, რომლითაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოში დააარსებს თავის წარმომადგენლობას.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)