|
2018-12-17 15:41:03, 728 ნახვა
რეგიონი
„National Georgraphic Traveler“ - აჭარა უფრო მეტია ვიდრე ზღვა
„National Geographic Traveler“ ბათუმის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. „ფიქრები საქართველოზე“ ასე ჰქვია სტატიას, სადაც საუბარია აჭარაზე, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილზე. “წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით...... და ბოლოს გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში. აჭარას გააჩნია ეს ყოველივე და უფრო მეტიც“ - ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომელიც პოლონური გამოცემაში გამოქვეყნდა. მასალაში აჭარა წლის ოთხივე სეზონზეა განხილული თავისი საზღვაო კურორტით, ვენახებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით. “National Geographic Traveler“ -მა 2018 წლის განმავლობაში აჭარას ჯამში სამი საინტერესო სტატია მიუძღვნა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი წელს ასევე, წარმოდგენილი იყო გამოცემის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)