01:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 16:11:30, 1871 ნახვა

სამართალი
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობას იწყებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, 2018 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს ხანდაზმულობის ვადა ეწურება.

როგორც გამსახურდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის იწყებს შიმშილობას მთავარი პროკურატურის მისაღებში, სამართლიანობის აღსრულებისა და საქმის გამოძიების მოთხოვნით. 

"დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა KGB-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე. ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი.

დღესაც, პროკურატურაში მოსულთ იგივე სიტუაცია დაგხვდა, ამიტომაც ვაცხადებთ შიმშილობას პროტესტის ნიშნად მთავარი პროკურატურის მისაღებში, ვახტანგ გორგასლის ქ. 24, რათა ბოლოსდაბოლოს სამართალი აღსრულდეს და ეს საქმე გამოძიებულ იქნეს. უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ასევე შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. იძულებული ვარ გადავდგა ეს ნაბიჯი მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა", - წერს გამსახურდია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics