21:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 13:25:02, 437 ნახვა

საზოგადოება
მზია შარაშიძე: დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ზოოპარკის ტერიტორიიდან რომელიმე ცხოველი გაქცეული

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მზია შარაშიძის განცხადებით, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ზოოპარკის ტერიტორიიდან რომელიმე ცხოველი გაქცეული.

მისი თქმით, სტიქიის შემდგომი პერიოდის განმავლობაში თბილისის მასშტაბით არც ცოცხალი და არც მკვდარი ცხოველი ნაპოვნი არაა.

ამასთან შარაშიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით კონკრეტულად ზოოპარკის არცერთი ბინადრის ძებნა არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდისა და დაღუპული ცხოველების აღმოჩენის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის დადგენა, დაკარგული არიან თუ არა ცხოველები და რამდენი.

„ამ წუთების მონაცემებით, არაფერს კონკრეტულად არ ვეძებთ. პირველ რიგში, აუცილებელია ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, რაც საშუალებას მოგვცემს ზუსტად დავთვალოთ, რამდენი ცხოველია დაღუპული ადგილზე, შემდეგ მოხდება ამ ინფორმაციის შედარება ცოცხალ ცხოველებთან. აქედან გამომდინარე შეგვეძლება ვთქვათ, რამდენი ცხოველი იძებნება. რეალურად სტიქიის შემდგომი პერიოდის განმავლობაში არცერთი ცოცხალი და არც მკვდარი ცხოველი თბილისის მასშტაბით ნაპოვნი არაა. დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ზოოპარკის ტერიტორიიდან რომელიმე ცხოველი გაქცეული, რადგან საკუთარი თვალით ნანახი არავის ჰყავს. ცხოველების შესახებ ყველა ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება. ამ ეტაპზე ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, არის თუ არა რომელიმე ცხოველი გაქცეული, რადგან ზოოპარკის ტერიტორიაზე დაღუპული ცხოველები ვერ დავთვალეთ“, - განაცხადა მზია შარაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics