|
2018-12-11 17:50:51, 1688 ნახვა
სამართალი
შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 400-მდე მოქალაქეს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში 12 შეხვედრა გამართეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ჩადენილი ძალადობის კუთხით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე, ამ კუთხით მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. თბილისში, მარნეულში, თელავში, ლაგოდეხში, გურჯაანში, დმანისში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებს ჯამში 400-მდე ადამიანი დაესწრო. სამინისტროს წარმომადგენლები და პოლიციელები მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ესაუბრებოდნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლები, პოლიციელები და მართლწესრიგის ოფიცრები საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში სხვადასხვა ასაკის, სქესის, ეროვნებისა და ინტერესის ადამიანებს კამპანიის მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრებოდნენ და ამასთან ერთად, ნარინჯისფერ ბაფთებს და საინფორმაციო ბროშურებს არიგებდნენ.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)