16:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 15:01:00, 2250 ნახვა

სამართალი
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ მეუფე იაკობს მისთვის ბოდიშის მოხდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ქორეპისკოპოსს მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

„მოსამართლემ ახლა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. საუბარია ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე. ქორეპისკოპოსმა ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გადაცემაში, ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში. ქორეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და ქორეპისკოპოს დააკისრა ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ერთი ლარი სიმბოლურად მოითხოვა, რადგან პატივი და ღირსება შეუფასებელია.

სასამართლო პროცესს მეუფე იაკობი არ დასწრებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics