16:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 16:52:50, 1738 ნახვა

სამართალი
ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის, ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც მოკლულის დედამ, ნათია გაბოძემ განაცხადა, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, პროკურატურამ, გამოძიებამ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ სწორად წაიყვანეს რაც შეეხებოდა ამ პროცესს. სწორი გათვლა გააკეთეს. კანონი არსებობს“, - განაცხადა ნათია გაბოძემ.

შეგახსენებთ, რომ  13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics