21:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 12:45:11, 417 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულებისათვის საბუთების აღდგენა უფასო იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირებისთვის საბუთების აღდგენა უფასო იქნება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის დღევანდელი ბრძანების თანახმად, ყველას ის პირი, რომელიც თბილისის მერიის მიერ მოწოდებული სიის თანახმად, 2015 წლის 14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირია, საბუთებს უფასოდ აღადდგენს.

დაზარალებულებს უფასოდ შეუძლიათ აღადგინონ ან აიღონ შემდეგი საბუთები: პირადობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს); ბიომეტრიული პასპორტი (აღდგენა); ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი; ბინადრობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს); პირადობის ნეიტრალური მოწმობა; დაბადების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); ქორწინების/განქორწინების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); გარდაცვალების მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს); ცნობა შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); ცნობა სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); ცნობა მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); საქართველოს მოქალაქეობის დადასტურება; ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობა; ფოტოსურათის საფასური; ატესტატის დუბლიკატი.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის იუსტიციის სახლი უქმე დღით არ სარგებლობს და ის დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გასაცემი სერვისების მიხედვით სტიქიით დაზარალებულ პირთა მომსახურებისთვის სპეციალური ადგილები გაიხსნა. ამ ადგილებში დაზარალებული პირები მიიღებენ დეტალურ კონსულტაციას ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით ყველა ზემოჩამოთვლილ საბუთს უფასოდ აიღებენ ან აღადგენენ. 

იუსტიციის მინისტრის ბრძანება დღეს დილით გამოიცა და ის 2015 წლის 1 სექტემბრამდეა ძალაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics