04:36 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 09:09:44, 1634 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალი მანდატურები სპეციალურ საგანმანათლებლო მოსამზადებელ პროგრამას გაივლიან.

აღნიშნული  პროგრამა  განკუთვნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

სასწავლო პროგრამის საერთო ხანგრძლივობა რვა კვირას შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მანდატურობის კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა გაიღრმავონ დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სკოლაში კონფლიქტური სიტუაციებისა  და მათი მართვის, სამოქალაქო თავდაცვის,  საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში.

მსმენელებს პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი  სერტიფიკატი გადაეცემათ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics