21:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 11:40:54, 328 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს აჭარის კურორტებზე დასვენებას სთავაზობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  მინისტრებთან და გამგებლებთან ერთად საგანგებო თათბირი მოიწვია, რის შემდეგაც  თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების შესახებ  განცხადება გააკეთა.
ხაბაძის თქმით, აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს  აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას სთავაზობს, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ.   
„პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო  დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. 
გუშინ მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან კავშირზე ვიყავით და სხვადასხვა სახის დახმარებას ვთავაზობდით. საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება თბილისში მობილიზებული იყო და დროულად ახდენდა რეაგირებას. 
აჭარის მცხოვრებლებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სტიქიის შედეგად   დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად - გროვდება სურსათი, პირველადი დახმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები.   
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ.   
რეგიონში მოქმედი ყველა უწყების საჯარო მოხელემ სურვილი გამოთქვა ფულადი დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს. ასევე აჭარაში მცხოვრებნი გამოთქვამენ თანადგომის სურვილს, რომელთათვისაც ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში  შექმნილია სპეციალური პუნქტები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს   პირველადი დახმარების ნივთები. ასევე ბათუმის მერიის მობილიზების სამსახურში მიმდინარეობს მოხალისეთა რეგისტრაცია",-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს ცხელი ხაზი 27 20 01, რომელიც დახმარების მსურველ მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics