|
2018-12-07 15:38:47, 1611 ნახვა
სამართალი
შსს-ს ორგანიზებით პოლიციის ატაშეების ფორუმი ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პოლიციის ატაშეების ფორუმი გაიმართა. კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. ფორუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის პოლიციის ატაშეები და საქართველოს პოლიციის ატაშეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ საფრანგეთის, ავსტრიის, ევროპოლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები. ფორუმის მიზანი იყო მასში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიციის ატაშეების ქსელის გაძლიერება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და გამოწვევები მიმოიხილეს და ერთმანეთს საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნული ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის" - ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)