|
2018-12-07 12:47:15, 1717 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ყველაზე დაუცველ ჯგუფებად კვლავ რჩებიან ქალები, შშმ პირები და ლგბტ+ თემი
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყენაში თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები. „ამ ეტაპზე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლიდან ითხოვს და რაც სახალხო დამცველის მანდატს უფრო ეფექტურს გახდის. აღნიშნული ცვლილებები მათ შორის, გულისხმობს კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახალხო დამცველისთვის გამოთხოვილი ინფორმაციის და მიღებული რეკომენდაციის განხილვის შედეგების მიწოდების ვალდებულებას, ასევე, სასამართლოსთვის მიმართვის სამთვიანი ვადის ერთ წლამდე გაზრდას. დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები. 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა. აღნიშნულის მიზეზად საზოგადოების ნაწილის მიერ ამ პრობლემის შესახებ დისკუსიის დაწყება შეიძლება მივიჩნიოთ. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები ყველაზე ხშირად წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში გვხვდება. შესაძლო დისკრიმინაციის შემთხვევები იკვეთება ასევე სოციალური სარგებლის მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირების მაჩვენებელი, მათი პრევენცია კვლავ პრობლემად რჩება. ნეონაცისტური და რადიკალური ჯგუფების გაძლიერების და გაზრდილი სიძულვილის ენის გამოვლენის ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 2018 წელს 1 მოქალაქის მკვლელობის საქმე სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით სიძულვილის მოტივით იქნა ჩადენილი. ამასთან, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)