15:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 11:33:06, 1518 ნახვა

სამართალი
მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ.

როგორც გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„წარდგენილი ბრალდების არც ერთ ფორმულირებაში და არც ერთ ნაწილში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისდამი ამ ბრალდების მადასტურებელი არანაირი კონკრეტული სამხილი, გარემოება და მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდების ფორმულირება ფაქტობრივად გასაგებია, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დეტალიზაცია, თუ რა დგას ამ ბრალდების უკან და არსებობს თუ არა თუნდაც პატარა, მცირედი მისხალი იმისა, რომ ამ ბრალდებას არსებობის უფლება ჰქონდეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, მინდია გოგოჭური და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გიორგი რაზმაძე 6 დეკემბერს დააკავეს.

შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics