15:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 15:05:20, 2625 ნახვა

სამართალი
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილს ექპერტები ხელმეორედ დაათვალიერებენ

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილს ექსპერტები კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. 

მისივე თქმით, მეტი მტკიცებულებების მოსაპოვებლად,  ვაზაგაშვილის ცხედარი ძირფესვიანად უნდა გამოიკვლიონ. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც შემთხვევის ადგილი ძირფესვიანად უნდა იყოს შესწავლლი. ასევე გამოკვლეული უნდა იყოს ცხედარი, რადგან მასზე ყველაზე მეტი მტკიცებულებებია, თუ რა მანძილიდან რა დროს და როგორ იქნა იმ ნაღმის თუ ჭურვის აფეთქება. შესაძლებელია, დამატებით დღეს ისევ დათვალიერდეს შემთხვევის ადგილი“, – აღნიშნა ჭკადუამ. 

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის პარალელურად, დაიწყება მოწმეების ინტენსიური დაკითხვა. 
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილის ცხედარი თბილისში გუშინ ჩამოასვენეს და მის ცხედარს ექეპერტიზა 10 საათის განმავლობაში უტარდებოდა. 

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics