|
2018-12-06 15:09:04, 811 ნახვა
რეგიონი
Airbnb ბათუმს 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს
ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის, ყველა მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის ასახელებს. საიტის საძიებო სისტემის, ჯავშნებისა და ვიშლისთების მზარდ მონაცემებზე დაყრდნობით, ბათუმი ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის, შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ქალაქების ჩამონათვალს შორის მოხვდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, შავი ზღვის კურორტი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის. „საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, რაც გამოწვეულია სანაპიროთი და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ზომიერი კლიმატით. 160,000-იანი მოსახლეობით შავი ზღვის ეს კურორტი და საპორტო ქალაქი გამორჩეულია ღამის აქტიური ცხოვრებითა და ქალაქის ძველი უბნით დროში სამოგზაუროდ, პლაჟებითა და ახლო მდებარე სათხილამურო კურორტით. გამართული სარკინიგზო კავშირით დედაქალაქ თბილისსა და ბათუმს შორის, შეგიძლიათ იმგზავროთ ერთი ადგილიდან მეორემდე სულ რაღაც ათ დოლარად, დაახლოებით ოთხ საათში,“ ნათქვამია Airbnb-ის განცხადებაში - https://goo.gl/VTiDZm. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმზე მოთხოვნის ზრდას ქალაქის ცნობადობის გაზრდას, განხორციელებულ სარეკლამო კამპანიებსა და რეგიონში არსებულ მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს უკავშირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს. „Airbnb მოგზაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებპორტალია მსოფლიოში, რომელსაც 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიტის მომხმარებლებში ბათუმი პოპულარულია. Airbnb-ს საძიებო სისტემაში ჩვენს ქალაქზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების შედეგია. როცა რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა CNN, BBC, Deutsche Welle, Euronews, აქტიური ონლაინ რეკლამა მიმდინარეობს სოციალურ მედიასა და ძირითად ონლაინ არხებზე ბუნებრივია, მსგავსი შედეგები დგება. წელს, ბათუმი ასევე, იყო დასახელებული ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში National Geographic Traveler-ის მიერ. Airbnb თავის მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს 2019 წლის საინტერესო ტურისტული მიმართულებების შესახებ. ამ ჩამონათვალში ბათუმის მოხვედრა ბუნებრივია ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და ზოგადად, რეგიონში ტურისტების მატებას“. განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)