|
2018-12-05 22:29:00, 1773 ნახვა
სამართალი
შსს ქვემო ქართლში მუსლიმი სასულიერო პირის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში, მუსლიმი სასულიერო პირის, ელდანიზ სადიგოვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან სამინისტროში აცხადებენ, რომ სადიგოვმა სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. „მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ე.ს. და განაცხადა, რომ თანასოფლელთან, 1986 წელს დაბადებულმა მ.გ.-თან მოუვიდა შელაპარაკება და მ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, ე.ს.-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, 112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს პირი, რომელსაც ე.ს. ცემაში ადანაშაულებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ელდანიზ სადიგოვი ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირებს, სადაც ის პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მისი სახლის ძარცვაში დამნაშავე პირების დაკავებას ითხოვდა. ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, სადიგოვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მომხდარის გამო 112-ში ოთხჯერ დარეკეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები არ მივიდნენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით სოფელ შულავერის პოლიციაში თავად ნაცემი მოლა მივიდა, მაგრამ სამართალდამცველებმა ის არ გამოკითხეს და საავადმყოფოში გადაამისამართეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)