09:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 15:59:28, 2797 ნახვა

მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას 15 დეკემბერს გამოაცხადებს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 15 დეკემბერს გამოცხადდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის, კიევში სპეციალური კრება ჩატარდება. 

"15 დეკემბერს გამოცხადდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. კრება წმინდა სოფიას ეკლესიაში ჩატარდება. სწორედ ამ კრებაზე მოხდება ავტოკეფალიის გამოცხადება და უკრაინის ეკლესიის პატრიარქის არჩევა", - წერს პოროშენკო. 

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. 

ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics