03:42 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 15:42:54, 1740 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება განაახლა

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე, გამოძიება განახლდა.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში განახლებულია გამოძიება სისხლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე ტარდება დაგეგმილი  საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და  მათ შორის, უახლოეს პერიოდში, გამოძიება გეგმავს  ირაკლი კორძაიას გამოკითხვას.

საქართველოს პროკურატურა ასევე შეისწავლის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას ირაკლი კორძაიას მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics