|
2018-12-04 16:15:36, 712 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სოფელ ტაკიძეებში ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა დაათვალიერა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად, სოფელ ტაკიძეებში, ციალა ბერიძის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. შუახევის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 18 მ სიგრძის დამცავი კედელი. 11 461 ლარის სამუშაოებს შპს ,, მშენებელი2017 “ აწარმოებს. დასაქმებულია 4 ადგილობრივი.
ფერდსამაგრი სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 60 -მდე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, 51 ობიექტზე კი სამუშაოები უკვე დასრულებულია. დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძემ ტაკიძეებში ჩრდილას უბანში ლევან ცინცაძის საცხოვრებელ სახლთან განვითარებული მცირე მეწყერული პროცესი დაათვალიერა და სამომავლოდ პრევენციის მიზნით მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების მოწყობა დასახა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)