|
2018-12-04 10:42:51, 1305 ნახვა
სამართალი
„ბავშვთა სამყაროს“ საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარემ სასამართლოს მტკიცებულებათა შეთანხმებული ჩამონათვალი წარუდგინა
სს „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის - გ.მ.-ს და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის - მ.თ.-ს საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა იმ მტკიცებულებათა შეთანხმებული ჩამონათვალი, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. პროკურატურის ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი 341 პირის გამოკითხვის ოქმები და მათთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, რაც ხელს შეუწყობს საქმის უფრო სწრაფად განხილვას. სასამართლო პროცესის შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა და მათი უფლებების დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე მოითხოვეს, რაზეც პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა. „გ.მ.-სა და მ.თ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ხორციელდება. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხად წარდგენილი 799 პირიდან უკვე დაკითხულია 300-ზე მეტი მოწმე. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილს ცეცხლი 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში გაუჩნდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია. სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, ბრალი წარედგინა სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს - გ.მ.-ს, ხოლო გულგრილობისთვის, საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანასაულის გამო, ბრალი წარედგინა ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს - მ.თ.ს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)