|
2018-12-03 18:12:25, 684 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს დაეხმარება
მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 50,000 ლარს გამოყოფს. აღნიშნულ პერიოდში ხანძარის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა, მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც ხანძარს ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. „სამწუხაროდ ხანძარმა ხუთივე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ჩვენ მათ დადგენილებით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას 10,000 ლარს გამოვუყოფთ, კომისიის რეკომენდაციით ჯამში გაიცემა 50,000 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ჭახაურში მცხოვრებ ოჯახს, სადაც ტრაგედია დატრილადა დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამაც გაუწია“ - აღნიშნა შერეული სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, ზაალ მიქელაძემ. 2018 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღნიშნული ხუთი ოჯახის გარდა ხანძრის შედეგად 43 ოჯახი დაზარალდა, ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 377049 ლარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)