08:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 14:16:21, 519 ნახვა

რეგიონი
2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭრით 49 შშმ პირი დასაქმდა

2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭრით 49 შშმ პირი დასაქმდა. 

აჭარის დასაქმების სააგენტომ, შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და დასაქმების მხარდასაჭერად 2016 წელს მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა “ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრ“-თან ერთობლივი პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში. 

2017 წლიდან დასაქმების სააგენტო ,,შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის'' პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოკლევადიანი სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლებას და მათ შემდგომ დასაქმებას. 

2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით: 

ინდივიდუალურად შეფასდა - 111 შშმ პირი

სუბსიდირებადი სტაჟირება გაიარა -55-მა შშმ პირმა

სუბსიდირებადი საწარმოო პრაკტიკა გაიარა 16 შშმ პირმა 

პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსი გაიარეს 35 მა შშმ პირმა

დასაქმდა 49 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics