|
2018-12-01 17:34:45, 1851 ნახვა
სამართალი
„რ2“: თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მისი იდენტიფიცირება ვიდეომასალიდან გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს რამდენიმე პირს საპატრულო პოლიცია. ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დღეს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიცია თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც „ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ჩარკვიანის ოჯახს მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ აეროპორტში. „ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ. არავის არ ეშინია თქვენი. მინდა გითხრათ, რომ ყველა გეგმას, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ვაშაძემ. თავდასხმაში ასევე ხელისუფლება დაადანაშაულა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)