09:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 14:10:22, 3015 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

საომარი მდგომარეობის პერიოდში 16-დან 60-წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ამის შესახებ Unian იუწყება. 

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის უფროსის პეტრ ციგიკალის განცხადებით, მისი უწყება საბრძოლო მზადყოფნის პირველ დონეზეა გადაყვანილი, ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის გასწვრივ საზღვარს კი, გაძლიერებულად იცავენ.

ციკეგალის განმარტებით, გამონაკლისი იქნება ჰუმანიტარული ხასიათის მგზავრობები, მათ შორის, დაკრძალვაზე დასწრება.

ცნობისთვის, უკრაინის 10 რეგიონში საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics