19:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 14:00:23, 1337 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი ოპოზიციის აქციებზე - შსს-ს უმთავრესი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა იქნება

 „შსს მოიქცევა ისევე, როგორც იქცეოდა ყოველვის, კანონის ფარგლებში“, –  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა  შინაგან საქმეთა სამინისტო შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს გამოხატვის თავისუფლებას ყოველთვის იცავს.

„დავიცავთ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება იმას, დაინტერესდებიან თუ არა საგამოძიებო უწყებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელიც მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, კანონმდებელთა ნაწილის აზრით, ძალოვან სტრუქტურათა დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. ამ თემაზე მეზვრიშვილი განმარტავს, რომ თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები იქნება, შსს კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„თუ იქნება რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის კონკრეტული მცდელობები, ბუნებრივია, ამაზე შსს რეაგირებას მოახდენს. მათ შორის მოწოდებების გარეშეც ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ყველა დანაშაულზე ვახდენთ დროულ რეაგირებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics