|
2018-11-30 12:06:44, 2961 ნახვა
მსოფლიო
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა
ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს აღარ შეხვდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. პუტინის და ტრამპის შეხვედრა პირველ დეკემბერს, არგენტინაში, "დიდი ოცეულის" შეკრებაზე უნდა შემდგარიყო. "გამომდინარე იქედან, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნდნენ, გადავწყვიტე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი წინასწარ დაგეგმილი შევედრა გავაუქმო, რადგან ყველა მხარისთვის ასე აჯობებს. მე მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან სამიტს", - წერს ტრამპი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ჩაშლა მოულოდნელი არ აღმოჩნდა, რადგან 28 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვეზღვაურების გადაცემა არ შედგება, მან შესაძლოა შეხვედრა ჩაშალოს. თეთრი სახლის ლიდერის ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკვე გამოეხმაურა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, ეს სამწუხარო ფაქტია. "დასანანია, რომ შეხვედრა არ შედგება. ეს ნიშნავს, იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო", - დასძინა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)