|
2018-11-29 15:02:47, 2507 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო ნატო-ს მოუწოდებს აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აზოვის ზღვის ანექსირება უნდა. მისივე თქმით, ნატო-ს გემები უკრაინას დაეხმარება უსაფრთხოება უზრუნველყოს. "ჩვენ ვერ მივუღებთ იმ აგრესია, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ჯერ იყო ყირიმი, შემდეგ უკრაინის სხვა ნაწილები, ახლა მას აზოვის ზღვის მოპოვება უნდა. რთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის, ეს არის ერთიანი დასავლეთი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)