|
2018-11-29 14:16:35, 599 ნახვა
რეგიონი
ბიბილოვი: ჩვენთვის საქართველოს არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს - თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება
სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა შესაძლოა ახალი განცხადებები გააკეთოს, თუმცა ქართული მხარის პოლიტიკა უცვლელი დარჩება. "თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს, თუმცა გვესმის, რომ ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე. საქართველოში არავის აქვს სურვილი სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები დაალაგონ ან ხელი მოაწერონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს. არ ველოდებით, რომ ახალი პრეზიდენტი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს. მან შესაძლოა ახალი განცხადებები გააკეთოს, თუმცა საერთო ჯამში პოლიტიკა უცვლელი იქნება", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)