17:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 11:40:16, 2897 ნახვა

პოლიტიკა
დათვლილია საარჩევნო უბნების 100% - სალომე ზურაბიშვილმა 59.52 %-ით გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა 100% დთვალა რომლის შედეგადაც, სალომე ზურაბიშვილმა  ამომრჩეველთა 59.52 % მიიღო. (1147627 ხმა)

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა  40.48 % მიიღო.( 780633 ხმა)

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია , 3694 +11 რაც საარჩევნო უბნების 100%-ია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად.  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ შემაჯამებელ ოქმებს სპეციალურ პროგრამაში. საღამოს, 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული იყო ცესკოს მიერ მიღებული ოქმების ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან  რამდენიმე საათში, კერძოდ კი 24:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა  ცესკოს ვებგვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე  გააცნო ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით  307 საჩივარია შესული. „საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. საჩივრების  უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარზე საარჩევნო კომისიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა მიქელაძემ.

ბრიფინგის ბოლოს, ცესკოს პრეს-სპიკერმა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics