|
2015-06-14 18:15:43, 585 ნახვა
საზოგადოება
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული
ბოლო ინფორმაციით, დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დაღუპული 12 ადამიანიდან 11 იდენტიფიცირებულია. „ბოლო მონაცემებით მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო დადასტურებული ინფორმაციით, 12 ადამიანია გარდაცვლილი. მათან 11 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს სრული მასშტაბით სალიკვიდაციო სამუშაოები, ჩართულია ყველა უწყება და მათ აქვთ თვისი გეგმა. სტიქია კონტროლს ექვემდებარება. ვითარებას ვუმკლავდებით და პერიოდულად, მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ“, – აღნიშნა ჯანელიძემ. ჯანელიძის თქმით, რამდენიმე მოწყვლად ადგილას იქნება მონიტორინგი, მათ შორის ვერეს ხეობაში. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სინოპტიკოსების პროგნოზი დამაიმედებელია და დღეისთვის უხვი ნალექი მოსალოდნელი არ არის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)