16:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 20:49:20, 1191 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: არ აღიაროთ ამ არჩევნების შედეგები - გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა.

სააკაშვილმა არჩევნების არალეგიტიმურად შეაფასა და მოქალაქეებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა:

„ხალხო თქვენ ამ წუთში, ბინძურმა ოლიგარქმა, თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს ან ბოლო კვირეებში რაც ხდებოდა, არ იყო არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ხალხის ნებასთან, ეს იყო ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები, აფერისტები და გარეწრები, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო და არის, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ვინც ძარცვავდა ტრადიციულად, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან, ეს იყო ძალადობა, მოსყიდვა, ღიად დარიგება საარჩევნო უბნებში ფულის. ეს არის დაჭრა და ცემა აქტივისტების.

ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები. მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი. მე არ ვაღიარებ და მოგიწოდებთ ფართო საზოგადოებას, არ აღიაროთ ამ არჩევნების შედეგები. დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის და კონსტიტუციის დაცვა საკუთარ ხელში. მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც დღესაც გამოიჩინა წარმოუდგენელი აქტიურობა, მოვუწოდებ იმ ხალხს, ვისაც ჯეროდა და ჯერა, რომ ჩვენ მოვაშორებთ ამ გაუნათლებელ ოლიგარქს და საქართველოს გავათავისუფლებთ. მოგიწოდებთ დამკვირვებლებს, თითოეული ხმა დავიცვათ და ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს. ვიწყებთ სამოქალაქო მშვიდობიან დაუმორჩილებლობას, ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას საქართველოში. მოვუწოდებ ყველას, დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე.“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45%

Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics