18:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 20:12:45, 2016 ნახვა

სამართალი
საჯაროდ გავრცელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დამკვირვებლების მიერ დასახელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება ბათუმის, ქარელისა და აბაშის საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აჭარის  პროკურატურაში ორ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დაედო, რომლის მიხედვითაც ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 90-ე  და მე-11 უბნებზე სავარაუდოდ  ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს. 

მათივე ცნობით, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ამომრჩევლის  სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძება დაიწყო  ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ზე გასული სიუჟეტის საფუძველზე.

შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის პროკურატურა  #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს იძიებს.
ოთხივე შემთხვევაში გამოძიება სსკ-ის 164 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics