2018-11-28 20:01:24, 1134 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მასშტაბით საარჩენო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა
საქართველოს მასშტაბით საარჩენო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დღეს, 24:00 საათამდე შეეძლებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17:00 სათიის მონაცემებით აქტივობამ 47.31% (1 662 453 ამომრჩეველი) შეადგინა.
არჩევნებში პრეზიდენტობის 2 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია.
ავტორი: ,