18:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 18:45:22, 1768 ნახვა

სამართალი
ჩუმლაყში, საარჩევნო უბნიდან მოშორებით, მოქალაქემ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გაისროლა

ჩუმლაყში, N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით, მოქალაქემ სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გაისროლა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მისივე განმარტებით, მომხდარს არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

„ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics