16:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 18:12:20, 1133 ნახვა

პოლიტიკა
17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ  47.31% (1 662 453 ამომრჩეველი) შეადგინა. ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველთა 17:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, პირველ ტურზე აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).  

ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში (58%), ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში (37%) დაფიქსირდა.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაში“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები დღეს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით კი, არჩევა ამიერიდან არაპირდაპირი წესით მოხდება.

არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

ამასთან, დღეს 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics